BitCamp
FB ჯგუფიTech Jobs
  • BitCamp🔥
  • BitCamp - ის პროგრამა
    • I ეტაპი
    • II ეტაპი
    • III ეტაპი
    • IV ეტაპი
  • ვებ აპლიკაციების ფუნდამენტალები
    • HTTP GET
    • ტრადიციული ვებ აპლიკაციები
    • ვებ აპლიკაციები ბროუზერში
    • Event handler - ები და Callback ფუნქციები
    • Document Object Model - DOM
    • Document Object - ების მანიპულირება კონსოლიდან
    • CSS
    • ფორმები და HTTP POST
  • JavaScript - ის საფუძვლები
    • მიმოხილვა
    • რიცხვები
    • სტრინგები
    • სხვა ტიპები
    • ცვლადები
  • Git
Powered by GitBook
On this page

Was this helpful?

  1. BitCamp - ის პროგრამა

I ეტაპი

2 კვირიანი ჩელენჯი / საცდელი პერიოდი

PreviousBitCamp - ის პროგრამაNextII ეტაპი

Last updated 2 years ago

Was this helpful?

1. რეგისტრირდები ამ კურსზე: (თუ კლასის კოდი მოგთხოვა: 9FB96);

2. იწყებ კურსს იმის სწავლით თუ როგორ მართო ვირტუალური რობოტი სახელად Karel;

3. აგრძელებ გრაფიკული პროგრამირების გაკვეთილებით და ჩელენჯებით;

4. ასრულებ შენი პირველი თამაშის Breakout - ის დაწერით.

ყველაფერი რაც დაგჭირდება კურსის გასავლელად კურსის ნაწილია, ამიტომ სადმე ცალკე ინფორმაციის ძებნა არ მოგიწევს. თუ რაიმეს ვერ გაიგებ პირდაპირ მოგვწერე ხოლმე, ჯობია კითხვა დასვა და შეიძლება გიპასუხოთ ან შეიძლება გითხრათ რომ ჯობია შენით გაერკვე, კითხვას გააჩნია, მაგრამ მაინც ჯობია რომ დასვა კითხვა, ასე ნაკლები დრო დაგეხარჯება.

როდესაც რაიმე კითხვა გექნება ან სადმე დახმარება დაგჭირდება პირდაპირ შეგიძლია იკითხო, ძირითადად სულ იქნება ვინმე ონლაინ და ვეცდებით რაც შეიძლება სწრაფად გიპასუხოთ ხოლმე.

შენთვის საცდელი პერიოდი იწყება იმ დღიდან როცა შემოგვიერთდი. 2 კვირა გექნება პირველი ჩელენჯის შესასრულებლად. წარმატებებს გისურვებთ BitCamp - ის გუნდი.

როგორ გადავიდე II ეტაპზე? როგორც კი პირველ ეტაპს მორჩები, მიყევი ამ ინსტრუქციას რომ გადახვიდე მეორე ეტაპზე:

წარმატებები 🚀🚀🚀

როგორ მოვიქცე თუ სადმე გავიჭედე?

შემოგვიერთდი და თან ეს რჩევებიც გაითვალისწინე:

  1. აუცილებლად ეცადეთ პრობლემა თავად გამოასწოროთ, მინიმუმ 15-20 წუთი იწვალეთ და იფიქრეთ რა შეიძლება გეშლებოდეთ.

  2. თუ 15-20 წუთის შემდეგ ვერ გადაჭერით პრობლემა, შემოიხედეთ და დავალების ნომერი დასერჩეთ პოსტებში. შეიძლება უკვე ჰქონდა ვინმეს თქვენნაერი პრობლემა და გავეცით პასუხი.

  3. თუ ზედა 2 პუნქტის შემდეგაც ვერ მიაგენით პრობლემის გადაჭრის გზას მაშინ შეგიძლიათ დაპოსტოთ აქ.

  4. დარწმუნდით რომ სახელი და გვარი სრულად და სწორად გაქვთ მითთებული როგორც FB - ზე ისე კურსის პროფაილში რომ შევძლოთ თქვენი პოვნა კურსის ბაზაში!

  5. აუცილებლად მიუთითეთ დავალების ნომერი! - ყველა დავალებას აქვს უნიკალური ნომერი. როცა კითხვას დასვამთ დავალების ნომერიც მიუთითეთ პოსტში - ასე მენტორებიც ადვილად ვიპოვით დავალებას და ვნახავთ თქვენ კოდს, ასევე სხვებიც ადვილად დასერჩავენ სამომავლოდ იგივე პრობლემა თუ შეექმნებათ.

ეს წესები არ არის მხოლოდ ამ კურსისთვის, ზოგადად ნებისმიერი დეველოპერისთვის კარგი წესებია პრობლემის გადასაჭრელად და ჯობია აქედანვე შეეჩვიოთ.P.S. ჩათში თუ მოგვწერთ მენტორებს მაინც აქ გადმოგამისამართებთ, ამიტომ ეს წესები გაითვალისწინეთ და პირდაპირ ჯგუფში ვიკონტაქტოთ.

მართალია რომ პირველი ეტაპისთვს 2 კვირაა გამოყოფილი თუმცა 2 კვირა პირობითია და თვითმიზანი არ უნდა იყოს ამ 2 კვირაში ჩატევა. მიზანი უნდა იყოს სწავლა. არცერთ შემთხვევაში არ შეგიქმნით პრობლემას როცა ვხედავთ რომ ყოველდღე მუშაობთ, არ ზარმაცობთ და უპასუხისმგებლოდ არ იქცევით. 1 თვეც რომ დაგჭირდეთ მაინც გადაგიყვანთ შემდეგ ეტაპზე - ასე რომ ამაზე ნუ დარდობთ.

  1. ეს არის ვიდეო კურსი რომელიც ადრეც ვახსენე როგორც დამატებითი ხოდა როცა შეამჩნევთ რომ გიჭირთ, აუცილებლად ეს კურსი დაიმატეთ. ასევე ვისაც დააგვიანდება ან შევამჩნევ რომ უჭირს მე თვითონ დავუმატებ ხოლმე ამ კურსს. ოღონდ არ მინდა რომ ეს როგორც სასჯელი ისე მიიღოთ, პირიქით, ძალიან მინდა რომ დაგეხმაროთ და გაგიადვილოთ ამ გზის გავლა და ერთადერთი სწორი მიდგომა ამისათვის არის უბრალოდ მეტი მუშაობა, ამიტომ ვეცდები მოგამარაგოთ დამატებით რესურსებით მიღებული ცოდნის და გამოცდილების გასამყარებლად. თან ძაან ძაან მაგარი და სახალისო კურსია ესეც, მთლიანად ვიდეო კურსია და გაცილებით მარტივად შეიძლება გავლა როცა პირველი ჩელენჯიდან უკვე გაქვთ რაღაც ცოდნა და გამოცდილება.

ასე რომ KEEP CALM AND LEARN CODING!

https://codehs.com/go/9FB96
ჯგუფში
https://www.facebook.com/groups/bitcamp.ge/permalink/5573535242686764/
Facebook ჯგუფში
ჯგუფში
Javascript - ის და ზოგადად პროგრამირების საბაზისო მექანიზმების გარჩევა
Code! Programming with p5.js