> For the complete documentation index, see [llms.txt](https://start.bitcamp.ge/llms.txt). Markdown versions of documentation pages are available by appending `.md` to page URLs; this page is available as [Markdown](https://start.bitcamp.ge/web/http-get.md).

# HTTP GET

სერვერსა და ბროუზერს შორის კომუნიკაცია [HTTP](https://developer.mozilla.org/en-US/docs/Web/HTTP) პროტოკოლის საშუალებით ხდება. Network - ტაბი გვაჩვენებს როგორია კომუნიკაციის პროცესი.

როდესაც გვერდის დარეფრეშებას ეცდებით (F5 ღილაკზე დაჭერით ან ბროუზერის ↺ სიმბოლოზე დაკლიკებით), კონსოლი გაჩვენებთ რომ 5 სხვადასხვა მიმართვა გაიგზავნა სერვერზე და შესაბამისად 5 სხვადასხვა რესურსი ჩაიტვირთა თქვენს ბროუზერში:&#x20;

* პირველად ჩაიტვირთა თავად გვერდის კონტენტი */exampleapp*&#x20;
* *შემდეგ ჩაიტვირთა kuva.png სურათი*
* *შემდეგ index.js ფაილი*
* *რომელსაც მოჰყვა content.min.css ფაილი*
* *და ბოლოს ჩაიტვირთან favicon.ico ფაილი*

![](/files/-MHS5GRoQkaHhRIFJwW-)

თუ დააკლიკებთ პირველივე ჩანაწერს exampleapp/ - ს, გამოჩნდება დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოხდა კონკრეტულად ამ რესურსთან მიმართებაში:

![](/files/-MHS6xMtSHKhvDxV_duW)

ჰედერების ტაბში, ზედა პირველი ნაწილი General - ი აჩვენებს რომ ბროუზერმა მოითხოვა ეს რესურსი, სერვერისგან, [GET](https://developer.mozilla.org/en-US/docs/Web/HTTP/Methods/GET) მეთოდის გამოყენებით და ეს მოთხოვნა წარმატებით დასრულდა რადგან [Status Code](https://en.wikipedia.org/wiki/List_of_HTTP_status_codes) 200 იყო სერვერის პასუხი.

მოთხოვნას (Request) და პასუხს (Response) - აქვთ განსხვავებული header - მნიშვნელობები ან როგორც შემოკლებულად ვეძახით header - ები.&#x20;

![](/files/-MHS8-waMMiIw3Ri64sp)

Response headers - სექციას თუ ჩამოშლით, დაინახავთ სხვადასხვა ინფორმაციას სერვერის მიერ გამოგზავნილი პასუხის (Response) შესახებ. აქ ნახავთ ისეთ ინფორმაციას როგორიცაა გამოგზავნილი კონტენტის ზომა (Content-Length), [კონტენტის ტიპი (Content-Type)](https://developer.mozilla.org/en-US/docs/Web/HTTP/Headers/Content-Type) სადაც ნაჩვენებია რომ ეს რესურსი არის ტექსტური სახის/HTML დოკუმენტი და მისი ფორმატი არის [utf-8](https://en.wikipedia.org/wiki/UTF-8). ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხვდება ბროუზერი რომ სერვერისგან მიღებული კონტენტი სინამდვილეში [HTML](https://en.wikipedia.org/wiki/HTML) გვერდია.

Response ტაბი აჩვენებს სერვერის მიერ დაბრუნებულ პასუხს, რეალურ ინფორმაციას რომელიც HTML გვერდის სახი არის წარმოდგენილი. ამ სტრუქტურაში body - სექცია განსაზღვრავს იმ გვერდის სტრუქტურას რომელიც იხატება ბროუზერში:

![](/files/-MHS9tpWFKwql8fF0EK_)

გვერდი body სექციის ქვეშ მოიცავს div ელემენტს რომელიც თავის თავში მოიცავს სათაურის ტეგს (h1), ბმულს (a) /notes მისამარზე და img ტეგს რომელის საშუალებითაც იხატება kuva.png სურათი. p ტეგში კი მოცემულია ნოუთების რაოდენობა.

რადგან დოკუმენტში img ტეგია წარმოდგენილი, ეს სიგნალია ბროუზერისთვის რომ ახალი *HTTP* მოთხოვნა (Request) უნდა გაუგზავნოს სერვერს kuva.png მისამართზე. შესაბამისად რომ აირჩიოთ kuva.png მარცხნივ საიდბარიდან დაინახავთ ამ სურათის შესაბამისი მოთხოვნისა (Request) და პასუხის (Response) დეტალებს დაწვრილებით.

![](/files/-MHSB_vFuy8jxXb3-WAQ)

ამ ბმულის გახსნისას მიღებული <https://studies.cs.helsinki.fi/exampleapp> რექვესთების და რესფონსების ჯაჭვი ასე გამოიყურება:

![](/files/-MHSCVGzwKba6KZWE4-Y)
